დახვეწილი დიზაინი
კომფორტული და მარტივი გამოყენების ჭიქა,
დახვეწილი ვიზუალით
ტემპერატურის შენარჩუნება
სითხეს ცივ ტემპერატურას უნარჩუნებს 10 საათამდე,
ხოლო თბილს - 7 საათამდე
BPA-ს გარეშე
ეკო-მეგობრული პროდუქტი, არ შეიცავს
ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს
მრავალჯერადი გამოყენების
მცირდება პლასტმასის ბოთლების გამოყენება და
გარემოს დაბინძურება

კლასიკური მოდელი
კლასიკური მოდელი გაყიდვებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. იგი გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით. ნადიმი გთავაზობთ კლასიკური თერმოსის ორ ზომას: 1200 მლ და 890 მლ. კლასიკური მოდელი ამარტივებს წყლის ყოველდღიურ სმის პროცესს.

სპორტული მოდელი
სპორტული მოდელი პრაქტიკული და საიმედო ჰიდრაციის საშუალებაა. იგი კომფორტული გამოსაყენებელია ვარჯიშისა და გარე აქტივობების დროს. თავსახურის ჰერმეტულობიდან გამომდინარე, თერმოსიდან სითხე არ იღვრება. სპორტულ მოდელებს გთავაზობთ 890 და 590 მლ მოცულობებში და სითხეს ცივ ტემპერატურას უნარჩუნებს 12 საათამდე.

ცხელი სასმლის მოდელი
მიირთვით თქვენი საყვარელი ცხელი სასმელი, ნადიმის 590 ან 350 მილილიტრიანი თერმოსით. იგი შექმნილია იმისათვის, რომ თქვენს სასმელს თბილი ტემპერატურა შეუნარჩუნოს 5 საათამდე. ცხელი სასმლის თერმოსი იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის, ღია ცის ქვეშ ყოფნის მოყვარულებისთვისა და მათთვის, ვისაც დიდხანს უყვარს ცხელი სასმლის მირთმევა.

თერმო ბოთლები
ნადიმის პრემიუმ ხარისხის თერმო ბოთლებით, თქვენს სასმელს ცხელ ან ცივ ტემპერატურას 10 საათამდე შეუნარჩუნებთ. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ბოთლები ჰერმეტულად არის დახურული და შექმნილია აქტიური ცხოვრებისათვის. სტილი, პრაქტიკულობა და მარტივი გამოყენება მას იდეალურ პარტნიორად ხდის მუშაობის, მოგზაურობისა და თავგადასავლებისთვის.

ლანჩ ბოქსები
ნადიმის ლანჩ ბოქსები ხელმისაწვდომია 3 და 4 განყოფილებიან მოდელებში. მათი დახმარებით, თქვენი საკვები დიდხანს იქნება ახალი და შეძლებთ ორგანიზებულად მიირთვათ ყველგან. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ლანჩ ბოქსები ჰერმეტულად არის დახურული და შეგიძლიათ ატაროთ როგორც სამსახურში, ასევე სამოგზაუროდ. ჩაალაგეთ, ატარეთ და ისიამოვნეთ ყველა ლუკმით, სტილში.

ყინულის ფორმები
შეუნარჩუნეთ თქვენს სასმელს ცივი ტემპერატურა ნადიმის მაღალი ხარისხის ყინულის ფორმის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია თერმო ჭიქებისთვის. ყინულის ფორმები თავსებადია ნადიმის ყველა თერმო ჭიქასთან.